საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სადამრიგებლო საათი ჯანსაღ კვებას მიეძღვნა 
29-11-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში, ჯანსაღ კვებასა და ამ კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამ მიზნით, სამი წელია სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს პროექტი - „ჯანსაღი კვება“. ამჯერად, ამავე პროექტს მიეძღვნა სადამრიგებლო საათი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ნინო მოდებაძის ხელმძღვანელობით, მოამზადეს ჯანსაღი საკვები, ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვება და ჯანსაღი პროდუქტების გამოყენება. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო პროექტში, აქტიურად არიან ჩართულნი როგორც  მოსწავლეები, ასევე მშობლები და მასწავლებლები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203