
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიმართულებით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობას თუ ღონისძიებას სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილებას სასკოლო პროექტი მიეძღვნა.
მეოთხე კლასში, დამრიგებლის - ნინო მოდებაძის ხელმძღვანელობით პროექტს სადამრიგებლო საათი დაეთმო.
ბავშვებმა კომპოსტის დამზადება ისწავლეს და გარემოს დაცვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ნათლად გააცნობიერეს.
იხილეთ ფოტოები: