
ბათუმის N30 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები შემოქმედებით პროდუქტს ხალისით ქმნიან და დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან.
ახლახან, ბათუმის N30 საჯარო სკოლის llბ ჩატარდა კომპლექსური გაკვეთილი ინგლისურ ენაში, თემაზე - Art Supplies. სასწავლო პროცესს პედაგოგი ხათუნა ხინკილაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებისთვის პედაგოგის შეთავაზებული კომპლექსური დავალება სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა, დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და საინტერესო ნამუშევრებიც შექმნეს.
იხილეთ ფოტოები: