ბათუმის N30 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპარტაკიადა მიმდინარეობს
29-11-2023

ბათუმის N30 საჯარო სკოლაში აქტიურად ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა გონებრივ, ასევე ფიზიკურ განვითარებაზე და მათ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებენ. შესაბამისად, სკოლაში ხშირად ტარდება სპორტული ღონისძიებები თუ აქტივობები. 

ამჯამად, ბათუმის N30 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს შიდასასკოლო სპარტაკიადა 2010-2011 წელს დაბადებულ ვაჟთა და გოგონათა შორის.

სპარტაკიადა საზეიმოდ გახსნა ფრენბურთელთა გუნდმა. მოსწავლეები შეჯიბრში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გამოვლინდნენ პირველი გამარჯვებულებიც.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203