
ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში გარდა იმისა, რომ მოსწავლეები იღებენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მათ შემეცნებით-კულტურულ განვითარებას, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წახალისებას, ხელოვნების მიმართ სწორი დამოკიდებულების ფორმირებას.
ახლახან, წარმატებით განხორციელდა გეოგრაფიისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ინტეგრირებული პროექტი - „პეიზაჟი ფერწერულ ხელოვნებაში“.
პროექტი გეოგრაფიის მასწავლებლის - ნარგიზ ქათამაძისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგ ნონა შუშანიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები აჭარის მუზეუმს ესტუმრნენ. იქ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშები დაათვალიერეს და მონაწილეობა მიიღეს მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში - „პეიზაჟი“.
გარდა იმისა, რომ მოსწავლეები ხელოვნების ნიმუშებით დატკბნენ, ბევრი რამ შეიტყვეს იმ გეოგრაფიული ადგილების შესახებ სადაც ესა თუ ის პეიზაჟია დახატული და ადგილმდებარეობაა გამოსახული.
იხილეთ ფოტოები: