„ბავშვი ხატვის პროცესში ავლენს თავის შინაგან სამყაროს“ - მამწვარას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს
29-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარას საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა სახვითი და გამოყენებით ხელოვნების გაკვეთილზე შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი ჰმაიაკ გრიგორიანი ხელმძღვანელობდა.

როგორც მასწავლებელი აღნიშნავს, მოსწავლე სწავლის პროცესში ავლენს თავის შინაგან სამყაროს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი, სწორედ ის საგანია სადაც ბავშვები სრულ თავისუფლებას გრძნობენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა საინტერესო ფერწერული ნამუშევრები შექმნეს, ზოგმა ნატურმორტზე იმუშავა, ზოგისთვის მეტად საინტერესო პეიზაჟი და პორტრეტი აღმოჩნდა, საბოლოოდ კი, კომპოზიციურად მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა, მასწავლებლისა და მნახველების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

საგაკვეთილო თემა კი - „საგნის ფერი და მისი აღქმა, როგორც ნაწილი. ფერი, ფერის პერსპექტივა“, გახლდათ. 

„პრაქტიკული დავალებები დიდად ეხმარება მოსწავლეებს გარემოს სწორად აღქმაში, ორიენტაციის მომენტის მიხედვით, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, როცა სალამაზეს ვამჩნევთ, ასეთია საგანი სახვითი ხელოვნების, სადაც მოსწავლე ხატვის პროცესში ავლენს თავის შინაგან სამყაროს და სპეციალისტის სწორი ჩარევა კი თვითდისციპლინას უწყობს ხელს“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203