ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიული მინი-წიგნები შექმნეს
29-11-2023
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
სკოლაში მორიგი საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომელიც მოსწავლეების წიგნით დაინტერესებას ემსახურებოდა.
პროექტზე, რომელიც ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდა, მე-9ა კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს
მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, საინტერესო ისტორიული მინი-წიგნები დაამზადეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წიგნები დიდი სიყვარულითა და ინტერესით შექმნეს.
მოსწავლეთა შემოქმედებითი პროდუქტი მიეძღვნა, როგორც ქართველ მეფეებს, ისე მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს და მოიცავდა თემებს - დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ალექსანდრე დიდი, გაქრისტიანება და არაბების გამოჩენა საქართველოში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა წიგნებითა და კითხვით დაინტერესება.