
აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ღონისძიება მიეძღვნა.
შემოდგომა წელიწადის დროებიდან ერთ-ერთი ულამაზესი სეზონია. საოცარია ამ დროს ბუნება, ფერთა შეხამება. შემოდგომის სილამაზე და სურნელი სხვანაირად დატრიალდა 21 ნოემბერს აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში.
სასკოლო საზოგადოებამ თანამშრომლობითი და შემოქმედებითი გარემო შექმნა და ჩატარდა აქტივობა.
ღონისძიებაში I, II, III და IV კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას მიუძღვნეს - ლექსები, სიმღერები, ცეკვები, დახატეს შემოდგომის პეიზაჟი.
„ღონისძიებამ ჩაიარა ისეთივე ლამაზი და ფერადი განწყობით, როგორიც შემოდგომაა“,- გვეუბნებიან სკოლაში.
ღონისძიებას პედაგოგები - ნინო გამსახურდია, ნატო ზაქარაია, ლია ზაქარაია, როზა გვარამია ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტო: