აბიტურიენტებს არჩევითი საგნების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა 15 მაისის ჩათვლით შეეძლოთ. უკვე ცნობილია, თუ რომელ არჩევით საგნებს მიანიჭეს წელს უპირატესობა აბიტურიენტებმა.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, პოპულარული საგნების პირველი სამეული წელსაც არ შეცვლილა.
შარშანდელის მსგავსად, წელსაც არჩევითი საგნებიდან ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა გეოგრაფია აირჩია, მე-2 ადგილზე კვლავ ისტორიაა, ხოლო მესამეზე - მათემატიკა.
გთავაზობთ არჩევით საგანებზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობას:
გეოგრაფია აირჩია 13500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ისტორია აირჩია 12500-მდე აბიტურიენტმა;
მათემატიკა აირჩია 7000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ბიოლოგია აირჩია 4700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ლიტერატურა აირჩია 3500-მდე აბიტურიენტმა;
სამოქალაქო განათლება აირჩია 2500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ქიმია აირჩია 2000-მდე აბიტურიენტმა;
ფიზიკა აირჩია 850-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ხელოვნება აირჩია 350-მდე აბიტურიენტმა.