„სიტყვა და ფერი“ - ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შესწავლილი ლიტერატურული ტექსტები ნახატებად აქციეს
30-11-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და სასწავლო რესურსებს სთავაზობენ და მათი სასწავლო მოტივაციის ამაღლებას ცდილობენ, რაც ბავშვების სწავლის ხარისხზე დადებითად აისახება. 

ახლახან, ზემო ნატანების საჯარო სკოლის მე-5 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ჩატარდა აქტივობა - „სიტყვა და ფერი“.

მოსწავლეებმა შესწავლილი ლიტერატურული ტექსტები წარმოადგინეს ფერადი ნახატების სახით.

მოსწავლეებისთვის აქტივობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. მათ დაკისრებულ მოვალეობას სამაგალითოდ გაართვეს თავი. 

 სასწავლო პროცესს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანი ნიკოლაშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203