ზემო ნატანების საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე მარიამ აბრამიშვილი ქართული ენის ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
29-11-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადახვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართულნი და წარმატებასაც აღწევენ. 

მათ შორის არის მე-4 კლასის მოსწავლე მარიამ აბრამიშვილი, რომელიც „კინგსის“ ქართული ენის ლიგაში მონაწილეობდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და დამსახურებულ ჯილდოს ულოცავენ. 

აღსანიშნავია, რომ ზემო ნატანების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად სთავაზობენ არაფორმალური განათლების პროექტებს, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203