
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა ოქროსფერი შემოდგომა გააცილეს.
მე-2გ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნატალია აბუსერიძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გამართეს და შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება წარმოადგინეს.
ღონისძიება მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა. პატარებმა წარმოთქვეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები, მოისმინეს გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ და ამ ზღაპრულ კომპოზიციის ფონზე იცეკვეს.
ღონისძიებამ როგორც მოსწავლეებზე, ისე დამსწრე საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და სასკოლო საზოგადოებას სასიამოვნო განწყობა და ემოცია აჩუქა.
ღონისძიება დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა ქეთევან გვარჯალაძემ და ნიჭიერ მოწაფეებსა და მათ დამრიგებელს ღონისძიების წარმატებით წარმართვა მიულოცა.
იხილეთ ფოტოები: