
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლაში, შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა.
საშემოდგომო ნობათით მორთულ გარემოში, ეროვნულ და თემატურ კოსტიუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარუდგინეს.
მოსწავლეები დიდი ზარ-ზეიმით ემშვიდობებიან წელიწადის ოქროსფერ სეზონს - შემოდგომას.
აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვან ღონისძიებაში ყველა კლასის მოსწავლე დიდი მონდომებით, შემართებითა და ინტერესით ჩაერთო.
დღე ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: