ქუთაისის N16 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ია ლიკლიკაძემ „ეტალონის“ ოქროს სიგელი მოიპოვა
28-11-2023

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ია ლიკლიკაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

მოსწავლემ დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა. „ქუთაისის ეტალონი“ მოსწავლის ტიტულის მოსაპოვებლად ღირსეულად იბრძოლა და „ეტალონის“ ოქროს სიგელი დაიმსახურა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. პროექტის თანაორგანიზატორები არიან ქალაქ ქუთაისის მერია და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203