ბათუმის N20 სკოლის ქართული და უკრაინული სექტორის მოსწავლეები უნივერსიტეტში გამართულ საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობდნენ
29-11-2023

ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელშეწყობით, როგორც სკოლის შიდა, ისე გარე საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი, რაც მათ ერუდიციასა და მრავალმხრივ განვითარებაზე აისახება. 

31 ოქტომბერს, შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო პროგრამა „ემბლასის“ ეგიდით, ორგანიზაცია მწვანე სექტორთან თანამშრომლობით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები, რომლებშიც ბათუმის N20 საჯარო სკოლის უკრაინული და ქართული სექტორის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

აღნიშნულ შეხვედრაზე მოსწავლეები დაესწრნენ შავი ზღვის ეკოლოგიური გარემოს შესახებ გამართულ ტრენინგს და თემატური ფლეშმობის მომზადებას.

შეხვედრა მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.

„წარმატებებს ვუსურვებთ ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203