
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, მათ სხვადასხვა სახის აქტივობებს სთავაზობენ.
შუშანა მაკარაძე დაწყებითი კლასების ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია. ის, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საგაკვეთილო პროცესში საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს ახორციელებს.
ამჯერად, პედაგოგმა აქტივობა „ოქროს სკამი“ განახორციელა. მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით შეასრულეს ყველა დავალება, რათა „ოქროს სკამი“ დაეკავებინათ.
აღნიშნული აქტივობა მოსწავლეთათვის დასამახსოვრებელი იყო. მან ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
მსგავსი აქტივობები ბავშვებს მრავალმხრივ ავითარებს და მათ საჭირო უნარებს სძენს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: