ბარათაულის საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანს სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ
28-11-2023

ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

სკოლაში, „ანბანის შებრძანებასთან“ დაკავშირებით საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა, რომელშიც პირველკლასელები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

ბავშვები პირველ ასო-ბგერებს დიდი ინტერესითა და ყურადღებით აკვირდებოდნენ, შემდგომ კი მათ მოხაზვასა და წაკითხვას თავადაც ცდილობდნენ.

გაკვეთილი საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203