ბარათაულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოდგომისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება
28-11-2023

ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა, სადაც ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ ლექსები წაიკითხეს, თემატური სიმღერები შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. 

მოსწავლეებმა ასევე „საშემოდგომო კუთხე“ მოაწყვეს, რომელიც სეზონური ხილით გააფორმეს.

აღნიშნულ აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. 

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს საჭირო უნარებს სძენს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომალასა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203