„სპორტი ნახატებში“ - ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა ღია ცის ქვეშ მოეწყო
28-11-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით, საინტერესო აქტივობები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლის პედაგოგმა - მამუკა ესაძემ ღია ცის ქვეშ, თავისი მოწაფეების ნახატების გამოფენა მოაწყო. გამოფენაზე წარდგენილი იყო სპორტის თემასთან დაკავშირებით, მოსწავლეთა შესრულებული საინტერესო ნამუშევრები.

ბავშვების ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღნიშნული აქტივობა პროექტის - „სპორტი ნახატებში“ ფარგლებში ჩატარდა და როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოზარდებისთვის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ დღედ იქცა.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები სასწავლო პროცესს მრავალფეროვნებას სძენს და მასში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203