ახალქალაქის N3 სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
29-11-2023

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. 

ბავშვებმა წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა, აღნიშნეს, თუ რაოდენ უხვი და მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში და სეზონურ ცვლილებებზე ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას საზეიმოსთან ერთად შემეცნებითი ხასიათიც ჰქონდა და მოსწავლეთა მოტივაციას, ცოდნის ამაღლებასა და შემოქმედებითი ნიჭისა და უანარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურებოდა. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203