ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა პეტრე ოცხელის შემოქმედებას ღონისძიება მიუძღვნეს
28-11-2023

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქი N3 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასმა, ხელოვნების მასწავლებლის - გიორგი მეტრეველის ხელმძღვანელობით, საუცხოო წარმოდგენა გამართა.

ღონისძიება სახელწოდებით - „პეტრე ოცხელი - ბიჭი, რომელმაც დროს გაუსწრო“ ქართული თეატრის მხატვრის - პეტრე ოცხელის შემოქმედებას მიეძღვნა.

რეჟისურაზე მასწავლებელმა იმუშავა, წარმოდგენის ტექსტები კი თავად მოსწავლეებმა მოიფიქრეს.

ბავშვებმა მოიძიეს პეტრე ოცხელის შესახებ ინფორმაცია და ამ მასალებზე დაყრდნობით მოამზადეს პრეზენტაციები, ასევე დახატეს მისი შემოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი - „მფრინავი მღებავი“.

წარმოდგენამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203