ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
28-11-2023

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მათი აქტიური ჩართულობით სხვადასხვა სახის აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოჩენილი იყო მათი შემოქმედებითი ხედვა და შესაძლებლობები.

ბავშვების შემოქმედობითობამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც მოსწავლეთა მოტივაცია და განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

ეს დღე ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებიდან.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203