ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ოქროსფერი შემოდგომა“ ღონისძიებით გააცილეს
28-11-2023

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში, პირველკლასელების მონაწილეობით, საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებით ბავშვებმა „ოქროსფერი შემოდგომა“ გააცილეს. მათ საკლასო ოთახი საუცხოოდ და შთამბეჭდავად მოაწყვეს.

ზეიმზე ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს. 

მათ წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს ხოტბა შეასხეს და ლექსები მიუძღვნეს.

​„სულ ცოტაც და ოქროსფერი ბუნება თეთრ საბანში გაეხვევა. წელიწადის დროებს შორის დალოცვილი დროა შემოდგომა, ხვავსა და ბარაქას, მადლსა და ლოცვას გამოუგზავნის მშრომელ, გამრჯე ადამიანს და სიმღერის ხასიათზეც მოიყვანს“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203