„შემოდგომის იდილია“ - თბილისის N31 სკოლის მოსწავლეთა ფერადი ღონისძიება
28-11-2023

თბილისის N31 საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა თუ ღონისძიება ტარდება. 

ამჯერად, სკოლაში, მე-2 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა პადაგოგის - ხათუნა ოდელაძის ხელმძღვანელობით ლამაზი და ფერადი ღონისძიება „შემოდგომის იდილია“ წარადგინეს.

ღონისძიებაზე მათ წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე და სხვადასხვა პერსონაჟის როლი მოირგეს.

„ბავშვები სიმღერებით მოეფერნენ დალოცვილი შემოდგომის ბარაქას“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა შესანიშნავად შეძლეს მხატვრული და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა, რითაც დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. მათ აუდიტორიას, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სასიამოვნო ემოციები აჩუქეს.

ეს დღე დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203