ქვილიშორის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებითა და სასწავლო რესურსით გაჯერებული გაკვეთილი 
28-11-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-6 კლასში, პედაგოგ ლელა გოგიძის ხელმძღვანელობით, რუსულ ენაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი  ჩატარდა თემაზე - „Пантера“.

გაკვეთილის მიზანი იყო ტექსტის გაგება-გააზრება, კითხვებზე პასუხის გაცემა და ლექსიკური მარაგის გამდიდრება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მასწავლებლის შეთავაზებულმა აქტივობებმა და სასწავლო რესურსმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. 

მათ ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენასა და განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203