„ოქროსფერი შემოდგომა“ - ქვილიშორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
28-11-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში, I-II-III-IV-V კლასების მოსწავლეებმა პედაგოგ ლელა ფანცხავას ხელმძღვანელობით გამოფენა: „ოქროსფერი შემოდგომა“ მოაწყვეს. 

გამოფენაზე ბავშვებმა თავიანთი შექმნილი ნახატები და საინტერესო ნამუშევართა კოლაჟები წარადგინეს. მოსწავლეთა შემოქმედებითმა ნიჭმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობით ბავშვები სწავლობენ, რომ ხელოვნების მეშვეობით გამოხატონ განცდები, გრძნობები და ამ სახით ეურთიერთონ ფართო საზოგადოებას. გარდა ამისა, ისინი იძენენ სხვისი შრომის შეფასებასა და დაფასების უნარს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203