წყრუთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ღონისძიებით დაიწყეს
28-11-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ქართული ანბანის „ჯადოსნურ სამყაროში შებიჯება“ შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს.

პირველკლასელებმა ზეიმზე „დედაენის“ ავტორს, დიდ საზოგადო მოღვაწეს, იაკობ გოგებაშვილს ხოტბა შეასხეს და დამსწრე საზოგადოებას საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი შესთავაზეს.

ბავშვები აქტივობებში დიდი ხალისით მონაწილეობდნენ, სადაც შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

​პირველკლასელებს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს, სკოლის დირექტორმა - არამ ვარდანიანმა  და დამსწრე მასწავლებლებმა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203