ვალის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
28-11-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, ისინი გამომცემლობა Macmillan-ის ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდნენ.

მე-5 კლასის მოსწავლეები ინგლისურის ენის მასწავლებლის - მარი ხითარიშვილის ორგანიზებით, კონკურსის ფარგლებში, მრავალფეროვან ღონისძიებებში ჩაერთნენ, განახორციელეს დაგეგმილი აქტივობები და სერტიფიკატები დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ მათ სერტიფიკატებთან ერთად სამახსოვრო წიგნიც გადაეცათ.

სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლებს მომავალშიც წარმატებებს უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203