იხტილის საჯარო სკოლის მეორეკლასელთა სახალისო აქტივობებით გაჯერებული მათემატიკის გაკვეთილი 
28-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-2 კლასში მათემატიკის გაკვეთილზე ჟანნა ბახჩაგულიანის ხელმძღვანელობით, თემაზე - „გეომეტრიული ფიგურები“ საინტერესო აქტივობები განხორციელდა.

მეორეკლასელებმა სხვადასხვა ფიგურები გამოჭრეს, ცოდნა წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მათ ფიგურების კუთხის, წვერისა და გვერდების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

გაკვეთილი მოსწავლეთათვის საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203