„გვიანი შემოდგომა“ - მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კლასის საათი ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში
28-11-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

​ამჯერად, V კლასში დამრიგებელმა - ნათია ურატაძემ კლასის საათი თემაზე - „გვიანი შემოდგომა“ ჩაატარა.

კლასის საათი მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა - მოსწავლეებმა, იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და ეს დღე, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაალამაზეს.

ბავშვებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ეს დღე ემოციებით აღსავსე და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203