ფცის საჯარო სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა მუნიციპალურ შეჯიბრში გაიმარჯვეს 
28-11-2023

სპორტული ცხოვრება, რომ ჯანმრთელობის საწინდარია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლაში კარგად ესმით, ამიტომ მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებენ და ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

ამჯერად, სკოლა მოსწავლეებმა ფრენბურთში, სპორტულ შეჯიბრზე ასახელეს. 

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლაში ჩატარდა სპორტული შეჯიბრება ფრენბურთში, სადაც ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ფრენბურთელთა გუნდები მონაწილეობდნენ. 

ფცის საჯარო სკოლის ფრენბურთელ მოსწავლეთა გუნდებმა შეჯიბრში ბრწყინვალედ იასპარეზეს. 17 ნოემბერს გამარჯვება ვაჟთა გუნდმა მოიპოვა, 24 ნოემბერს კი გოგონათა გუნდი გავიდა პირველ ადგილზე. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევა ახარებთ და შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ. 

„წარმატებები მათ რეგიონალურ შეჯიბრზეც!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203