ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-5 კლასელები კონოთეატრს ესტუმრნენ
28-11-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში V კლასის მოსწავლეთა გასვლითი აქტივობა მოსწავლეთა კულტურულ განვითარებასა და კინოხელოვნების მიმართ მათი დამოკიდებულების ფორმირებას დაეთმო. 

სკოლის V კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - სოფიო სოფრომაძის ჩართულობით, ქუთაისში, კინოთეატრ Cinema Sakartvelo-ში ფილმის სანახავად იმყოფებოდნენ.

ბავშვებმა „კაპიტანი მარველი“ 3D-ფორმატით ნახეს და ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ შინ.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი სოფიო სოფრომაძე მოსწავლეთა ამაღლებულ განწყობასა და სასწავლო მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203