ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელი ნიკოლოზ მაჩიტიძის სპორტული წარმატება
28-11-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად, სკოლაში მეოთხეკლასელი ნიკოლოზ მაჩიტიძის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლე ნიკოლოზ მაჩიტიძემ (დამრიგებელი, ფატიმა რობაქიძე, მწვრთნელი, ლევან კუბლაშვილი) ფაიტინგსა (ბრძოლები) და შუაი- ჯიაოში (ჭიდაობა) წარმატებით იასპარეზა, მან ორივე ბრძოლაში პირველ-პირველი ადგილი აიღო.

ნიკოლოზი შეჯიბრებაზე ორგანიზატორებისგან შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდა.

საქართველოს თასის პირველობა კუნგ-ფუ სანდაში მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, თბილისში გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 130- მა სპორტსმენი მონაწილეობდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203