ყველა მასწავლებელი გაკვეთილების დროს გაიფიცა - პედაგოგები ესტონეთში ხელფასის 8%-იან ზრდას ითხოვენ
27-11-2023
ხელფასების მომატების მოთხოვნით, მასწავლებლების მასშტაბური აქცია მოეწყო ესტონეთში;
ცნობილია, რომ ეს გამაფრთხილებელი გაფიცვა იყო და პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ესტონელი პედაგოგები ხანგრძლივი აქციებით იმუქრებიან.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები საგაკვეთილო საათებში გაიფიცნენ - პირველი გაკვეთილები გაცდა და ბავშვებიც სკოლებში ერთი საათის დაგვიანებით მივიდნენ.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლები ანაზღაურების მატებას მინიმუმ 8%-ით ითხოვენ და არა 1,77%-ით, როგორც ამას ხელისუფლება ჰპირდება; ამ დროისთვის მათი საშუალო ხელფასი დაახლოებით 1800 ევროა.
რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო
კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203