აბიტურიენტების კითხვას უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით მაია მიმინოშვილმა უპასუხა
11-06-2018
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების, უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი, მთავრობის შესაბამისი დადგენილებით უნდა გაიწეროს - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა:

„უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით ყოველ წელს გამოდის მთავრობის დადგენილება. აბიტურიენტებთან ერთად ჩვენც ველოდებით ამ დადგენილებას. თუმცა ეს აბიტურიენტებს ხელს არ შეუშლით უმაღლესი სასწავლებლების და ფაკულტეტების შერჩევაში. უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია გვექნება მანამ, სანამ აბიტურიენტებს ჩამონათვალში ცვილილებების შეტანის უფლება ექნება,“ - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203