მოლითის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ ოქროს სიგელები მიენიჭათ
27-11-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს მოსწავლეებმა - ნინო ცუცქირიძემ, სანდრო ფოცხვერაშვილმა, საბა ცუცქირიძემ, ლუკა ჯამაგიძემ, ხატია ჭყოიძემ, გიორგი მჭედლიძემ და ანა ღონღაძემ. მათ მეორე ეტაპში მონაწილეობისთვის „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონალიან ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს