ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ჩაგანავა მასწავლებელთა კონფერენციაში მონაწილეობდა
28-11-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ, კოლეგებს გამოცდილებას უზიარებენ და თავადაც, მუდამ სიახლეებისა და ინოვაციების ძიებაში არიან. 

მათ შორის არის, ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგი - მაია ჩაგანავა, რომელიც მასშტაბურ კონფერენციაში მონაწილეობდა. 

11 ნოემბერს, თბილისში ასოციაცია -„ბიომ“ სასტუმრო „ბილტმორში“ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩაატარა მასწავლებელთა კონფერენცია - „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების გაზიარება“.

კონფერენციაზე მიწვეული იყო ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგი - მაია ჩაგანავა, რომელისთვისაც კონფერენციაში მონაწილეობა მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203