
ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ მოსწავლეებს, როგორც საკუთარი ისე სხვების უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან და შემწყნარებლობისა და კაცთმოყვარეობისკენ მოუწოდებენ.
შესაბამისად, სკოლაში გამოეხმაურნენ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს.
სკოლის პირველი კლასი ტოლერანტობის დღეს, ქართულ-ინგლისური ინტეგრირებული აქტივობით შეუერთდა. მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატი, პედაგოგი მათ ტოლერანტობის არსსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასების პედაგოგი - ირმა ჭიჭინძე და ინგლისური ენის პედაგოგი - მეგი იმნაძე.
იხილეთ ფოტოები: