
ზესტაფონის ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. პედაგოგები სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით მოწაფეებს არაერთ აქტივობასა თუ სასწავლო რესურსს სთავაზობენ.
ახლახან, ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ VII კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის პედაგოგის - თამარ თურქაძის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „All about me”.
მოსწავლეებმა შექმნეს ბლოგპოსტი საკუთარი სამყაროს შესახებ და ინგლისურ ენაზე ისაუბრეს თემის გარშემო.
მოსწავლეებმა მოსწავლეებმა წარმოაჩინეს როგორც ინგლისური ენის ცოდნა, ასევე ტექნიკური უნარები.
ინგლისური მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწავლებადი და საჭირო ენაა, ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ კარგად იციან, შესაბამისად მის ხარისხიან სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: