მარნეულის N1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია მოსწავლეებმა გაამწვანეს
27-11-2023
მარნეულის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და ბუნების მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, ისინი პედაგოგთა ხელმძღვანელობით გარემოსდაცვით აქტივობებში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მორიგი აქტივობა განხორციელდა, რომელიც სკოლის შემოგარენის გამწვანებას გულისხმობდა. აქტივობაში მე-8 კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, აითან აბასოვასთან ერთად მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა ეზოში ნერგები დარგეს. აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით ჩაერთნენ, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლას ზეთისხილის ნერგები ბილინგვური განათლების სპეციალისტმა - ნათია მარტიაშვილმა გადასცა.

„მადლობა ბილინგვური განათლების სპეციალისტს - ნათია მარტიაშვილს და მის ოჯახს სკოლისთვის უანგაროდ გადმოცემული ზეთისხილის ნერგებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203