„გვიყვარს ბარაქიანი შემოდგომა“ - მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
27-11-2023

მარნეულის N5 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასში პედაგოგ მერი ჯაშიაშვილის ხელმძღვანელობით, შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გვიყვარს ბარაქიანი შემოდგომა“ ჩატარდა.

ზეიმზე ბავშვებმა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია, საინტერესო, სახალისო სცენები დადგეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. მესამეკლასელებმა ასევე იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203