გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ შეჯიბრში დიდ წარმატებას მიაღწიეს
27-11-2023
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიჭიერებითა და აქტიურობით გამოირჩევიან. ისინი გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა კონკურსშიც ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრში - „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდნენ. მათ კონკურსის შიდასასკოლო და საქალაქო ეტაპებზე ცოდნა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ღირსეულად იასპარეზეს. შედეგად კი პირველი ადგილი დაიკავეს. 

სკოლაში მათი მიღწევა ახარებთ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„აბაშის ჩემპიონებო, წარმატებებს გისურვებთ, ბავშვებო“,- ასე ულოცავენ მოწაფეებს სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203