იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში, საქალაქო პირველობაზე I ადგილი დაიკავა
27-11-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის ნიჭიერი, წარმატებული და აქტიური მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი ინტელექტუალურ შეჯიბრში - „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდნენ. მოსწავლეთა გუნდმა „სმარტები“ საქალაქო პირველობაზე ღირსეულად იასპარეზა, მონაწილეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველობაზე I ადგილი დაიკავეს. 

სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ. 

„მადლობა ჩემპიონატის თითოეულ მონაწილეს, ჩამტარებელ გუნდს და გულშემატკივრებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203