„საერთო ხელებით“  - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ
27-11-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული. თავად მოსწავლეები კი არაერთ საინტერესო ღონისძიებაში ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები პროექტში - „საერთო ხელებით“ ჩაერთნენ, რომელსაც ბოლნისის მერიის ახალგაზრდული საბჭო, საინიციატივო ჯგუფთან ერთად, ახორციელებს. სკოლის მოსწავლეებმა, სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად, ახალი წლის თემატიკის ხელნაკეთ ნივთებზე იმუშავეს.

შეხვედრის შემდეგ, სკოლის მოსწავლეებს მიმოიხილეს, სესიაზე რა ემოციების გაზიარება და მიღება შეძლეს.

რაც შეეხება თავად პროექტს, თემში კვლევიდან გამომდინარე გამოიკვეთა პრობლემა, რომელიც საზოგადოებაში შშმ პირთა ნაკლებ ჩართულობას უკავშირდება. პროექტმა დაფინანსება Iris Group - Managing Diversity-ის „მრავალფეროვნების სკოლა 2023-ის“ ფარგლებში მოიპოვა. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203