„მე ტოლერანტი ვარ!“ - ნახშირღელის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა პოსტერი შექმნეს
29-11-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს როგორც საკუთარი, ისე სხვების უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან და შემწყნარებლობისკენ მოუწოდებენ. 

შესაბამისად, სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიებით აღნიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. 

ეს დღე ნახშირღელის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ირინე არევაძის ხელმძღვანელობით, 16 ნოემბერს აღნიშნეს.

მოსწავლეებმა კლასში წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები - „კეთილი ამხანაგები“ და „კოჭლი კაცი“. ბავშვებმა ასევე იმსჯელეს თუ რას მიიჩნევენ ტოლერანტობად, შექმნეს პოსტერი - „16 ნოემბერი ტოლერანტობის დღეა“ და დაასკვნეს, რომ ყოველთვის უნდა იყვნენ შემწყნარებლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203