
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლა შეუერთდა გუნდურ ინტელექტუალურ თამაშს - „ტვინების ბრძოლა“.
3, 6 და 7 ნოემბერს სკოლაში გაიმართა შიდასასკოლო შეჯიბრი სამივე ასაკობრივ კატეგორიაში. თამაში კონკურენტულ გარემოში წარიმართა, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
სკოლას ჰყავს სამი პირველადგილოსანი გუნდი.
გამარჯვებული გუნდები არიან:
1.მეოთხე კლასის გუნდი -„ლომები“ (დამრიგებელი ირინე არევაძე);
2.მეშვიდე კლასის გუნდი „ქლევერი“ (დამრიგებელი დალი რობაქიძე);
3.მეთერთმეტე კლასის გუნდი „მელიები“ (დამრიგებელი მარინე ლანჩავა).
გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ დიპლომები. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თამაშმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
სკოლაში თამაშის მიმდინარეობას ხელმძღვანელობდა დაწყებითი კლასების პედაგოგი ი.არევაძე. მას აქტიურად ეხმარებოდნენ კლასის დამრიგებლები.
სკოლაში მოსწავლეებს შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ.
„იმედია სკოლის გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას რაიონულ პირველობაზე გააგრძელებენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: