„ასტრიდობა“ ბათუმის N13 საჯარო სკოლაში
27-11-2023

ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს. 

მოსწავლეებმა საყვარელ პერსონაჟებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები 2023 წლის ასტრიდის პრემიის ნომინანტებს საქართველოდან გაეცნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა საბავშვო მწერლებს - გივი ჩიღვინაძეს, ვასილ გულეურს  
და პრემიის ნომინანტ ინგა გოგიბერიძეს მოუსმინეს, მათი ნაწარმოებები და პერსონაჟები უკეთ გაიცნეს და დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.

მოსწავლეებმა, ბევრი იცეკვეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და იმხიარულეს. 

როგორც სკოლაში უწოდებენასტრიდობა“ ბათუმის N13 საჯარო სკოლაში, ასე მხიარულად და დასამახსოვრებლად ჩატარდა.

შთამბეჭდავი ღონისძიება სასწავლო ნაწილის ნატალია კეჭეხმაძის ხელმძღვანელობით დაიგეგმა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203