ბათუმის N30 საჯარო სკოლაში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნახატების გამოფენა მოეწყო
27-11-2023

ბათუმის N30 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრებასა და მათში ჰომანურობის, თანადგომისა და ემპათიის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამის დასტურია, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ნახატების გამოფენა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოფენა სამოქალაქო განათლების კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო.

გამოფენაზე, წარმოდგენილი იყო თემატური ნახატები და პლაკატები, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალური ეფექტით გამოირჩეოდნენ, არამედ მეტად საჭირო და საინტერესო ინფორმაციას მოუთხრობდნენ მნახველს. 

აღსანიშნავია, რომ მონაწილე და ხელმძღვანელი მასწავლებლები: ზ. ქოქოლაძე, ლ. ფუტკარაძე და გ. ფერსელიძე იყვნენ. 

შეგახსენებთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე 25 ნოემბერს აღინიშნება და დაწესებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203