განთიადის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ეკოლოგიურად სუფთა პლასტელინი დაამზადეს
27-11-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეების განათლებასა და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ეკოლოგიურად სუფთა პლასტელინი საკუთარი ხელით დაამზადეს. ისინი აქტივობაში დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ეკოლოგიურად სუფთა საგნების მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. 

მოსწავლეებმა შემდეგ პლასტელინისგან არაჩვეულებრივი ნამუშევრები დაამზადეს, რისთვისაც სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.

მათ ხელოვნების პედაგოგი - მზია ყურშუბაძე და დამრიგებელი - ნაზი ზურშუბაძე ყოველთვის საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203