„თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა მოზარდებზე და ტანადობის დარღვევის პრობლემები“  - სამტრედიის N4 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
27-11-2023
სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ, რომლებიც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.

ამჯერად, VIII1 კლასში, ბიოლოგიის მასწავლებელმა ნათელა ხონელიძემ პროექტი - „თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა მოზარდებზე და ტანადობის დარღვევის პრობლემები“, დაგეგმა. მოსწავლეები სამუშაო პროცესში აქტიურდ ჩაერთნენ. მათ ბიოლოგიის მასწავლებელის მითითებით, შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს და ექიმების ჯგუფი შექმნეს.

პროექტი საკლასო ოთახში განხორციელდა. მასში მოსწავლეები აქტიურად და დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ. მათ პრეზენტაციები გამართეს, სადაც გამოკვეთილი იყო ის პრობლემები, რომლებიც ყველა მოზარდმა უნდა გაითვალისწინოს.

„ცხოვრების თანამედროვე წესმა - უმოძრაობამ, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომამ - ბავშვებში ხერხემლის პრობლემები გამოიწვია. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილს ტანადობის დარღვევის სხვადასხვა ფორმა აქვს. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ტანადობის დარღვევის გამომწვევ მიზეზებზე, იმსჯელეს ტანადობის დარღვევის თავიდან აცილების საშუალებებზე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203